LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რთულია, ამ სიტუაციაში იყო უმოქმედოდ – ფრესკო ერთი დღით მუშაობას აჩერებს

511
1920442-644159085649242-543837758-n-589ae38895c54

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გასაპროტესტებლად სუპერმარკეტების ქსელი “ფრესკო” ერთი დღე მუშაობას წყვეტს.ამ შინაარსის განცხადება სუპერმარკეტის ფეისბუქგვერდზე გავრცელდა.

“მიგვაჩნია, რომ ის, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება, ჩვენთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის კონსტიტუციური უფლების წართმევაა! დღეს, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ადამიანის ფუნდამეტური უფლება – აზრისა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება იზღუდება.

რთულია, ამ სიტუაციაში იყო უმოქმედოდ, მაგრამ ისეთი კანონმორჩილი კომპანიისთვის, როგორიც ფრესკოა მიუღებელია გასცდე კანონის ფარგლებს. ამიტომ, ჩვენი პროტესტის გამოხატვის ერთადერთ შესაძლებლობას ჩვენ ვხედავთ ჩვენი ქსელის მუშაობის დროებით შეჩერებაში – ერთი დღით, 2019 წლის 19 ნოემბრის 00:00 საათიდან, 2019 წლის 20 ნოემბრის 00:00 საათამდე დაიკეტება ფრესკოს ყველა სუპერმარკეტი. ეს არ არის მოწოდებითი განცხადება. ჩვენ ამ ფორმით ვაფიქსირებთ ჩვენს პროტესტს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე.

ჩვენო ერთგულო მომხმარებლებო, ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის. ვიმედოვნებთ, რომ გაგებით მოეკიდებით ჩვენს ქმედებას. 2019 წლის 20 ნოემბრის 00:00 საათიდან კვლავ ჩვეულებრივ, 24 საათიან რეჟიმში განვაახლებთ თქვენს მომსახურებას.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ფრესკოში დასაქმებული ყველა თანამშრომელი სრულად მიიღებს ამ დღის, 19 ნოემბრის შრომის ანაზღაურებას.”

შეგახსენებთ, სპეცრაზმელებმა პარლამენტის ცენტრალურ შესასვლელთან აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენეს, მოგვიანებით კი რუსთაველის გამზირზე ჩავიდნენ და მიწოლით გაათავისუფლეს საავტომობილო გზა. ასევე, პიკეტი მოხსნეს პარლამენტის შესასვლელებს.

სპეცრაზმის კოლონა პარლამენტისკენ დაიძრა – სპეცრაზმი აქციის მონაწილეთა პირისპირ

სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს არბევს (ვიდეო)

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები ამჯერად თავისუფლად გადაადგილდებიან. გახსნილია საავტომობილო მოძრაობაც.მას შემდეგ, რაც აქციის დასაშლელად პოლიციის ძირითადი ღონისძიებები დასრულდა და საავტომობილო მოძრაობა გაიხსნა, ქაშუეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე ტაძრის მიმდებარედ სკვერში, კვლავ სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

პარლამენტის შენობის ირგვლივ ტერიტორიას ძირითადად კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იკავებენ.

“მონებო” – რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმი შეძახილებით გაიყვანეს

როგორ გახდა მალხაზ მაჩალიკაშვილი წყლის ჭავლის სამინზე (ფოტოები)

ოფიციალური მონაცემებით, პარლამენტთან აქციის დაშლისას 18 პირი დააკვეს. შინაგან საქმეთა სამინსიტროს განცხადებით, ისინი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით არიან დაკავებულები.

რაც შეეხება დაშავებულებს, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა სამედიცინო დაწესებულებებში აქციის დაშლის დროს დაშავებული სამი პაციენტი გადაიყვანეს.

ვერასდროს დაადებენ ბოქლომს ინსტიტუტებს – ბიუროს სხდომა ოპოზიციის გარეშე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g