LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რთულია ძიძობა, 19 წლის ვიყავი, თავადაც ბავშვი, განცხადება დავდე, მინდოდა ძიძად მემუშავა… ვუვლიდი 19 წლის ადამიანს, რომელსაც მანქანამ დაარტყა, გონება ჰქონდა დაქვეითებული და თავიდან სწავლობდა ყველაფერს“ – გიორგი ხუციშვილი ძიძად მუშაობის პერიოდზე

550
გიორგი ხუციშვილი

„ჩემი სიმღერის გარეშე არც ბავშვი, არც ბებია და არც პაპამისი არ იძინებდნენ“, – ამის შესახებ გადაცემაში „პრაიმშოუ“ გიორგი ხუციშვილმა ისაუბრა.

მომღერალი, გიორგი ხუციშვილი ამბობს, რომ ძიძად მუშაობდა.

მან თავისი უკვე ყოფილი პროფესიის სირთულეების შესახებ მაყურებლებს უამბო:

„საკმაოდ რთულია ძიძობა, 19 წლის ვიყავი, მეც თავად ბავშვი ვიყავი, განცხადება დავდე, მინდოდა ძიძად მემუშავა.

როდესაც გამომეხმაურნენ, აღმოჩნდა, რომ ეს იყო 19 წლის ბავშვი, რომელსაც მანქანამ დაარტყა, გონება ჰქონდა დაქვეითებული და თავიდან სწავლობდა ყველაფერს.

ძალიან რთულია ამ ასაკის ადამიანს როგორც ბავშვი, ისე წარმოიდგინო… ისე გამიჭირდა ისე, თუმცა ორი წელი ვიმუშავე მათთან.

ჩემი წამოსვლიდან ორ თვეში გავიგე, რომ მან ჩააბარა აკადემიაში, სადაც თვითმფრინავების დაშლა-აწყობა ისწავლა“, – ამბობს გიორგი ხუციშვილი.

გიორგი ხუციშვილი სტუმრად #პრაიმშოუში

✨ 'ჩემი სიმღერის გარეშე არც ბავშვი, არც ბებია და არც პაპამისი არ იძინებდნენ" – გიორგი ხუციშვილი სტუმრად #პრაიმშოუში

Posted by პრაიმშოუ • PrimeShow on ოთხშაბათი, 26 მარტი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g