LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ჩვენი ტკივილი გაიზიარა და გვერდით გვედგა…“ – უტა ელიავას და, ანა ელიავა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „პრაიმშოუ“

201
ანა ელიავა

2025 წლის 14 მაისს, თბილისში, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროსთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც სხვა პირებთან ერთად მყოფი უტა ელიავა ტრაგიკულად გარდაიცვალა. მისი და, ანა ელიავა გადაცემა „პრაიმშოუს“ ესტუმრა, სადაც ძმის გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილზე ისაუბრა. 

ნოე სულაბერიძის კითხვაზე, „რა არის შენი მთავარი სათქმელი ადამიანებთან, ვინც ამ ისტორიას ისმენს?“ – ანა ელიავა პასუხობს:

„მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ჩვენი ტკივილი გაიზიარა და გვერდით გვედგა…“, – აცხადებს ანა ელიავა.

„14 მაისი… ერთი წელი გავიდა იმ საშინელი დღიდან, მაგრამ დრო ვერაფერს შველის იმ ტკივილს, რომელიც შენთან ერთად დარჩა… ვიწვი ამ ტკივილით… მენატრები…“ – ტრაგიკულად დაღუპული უტა ელიავას დის, ანა ელიავას ემოციური პოსტი 

ცნობისათვის, 2025 წლის 14 მაისს მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ სამი ადამიანი იმსხვერპლა – ავტომობილში, რომელიც მტკვარში გადავარდა, ოთხი ახალგაზრდა იმყოფებოდა. მაშველებმა ერთი მგზავრის გადარჩენა შეძლეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g