2025 წლის 14 მაისს, თბილისში, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროსთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპული უტა ელიავას და ანა ელიავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ 14 მაისს, მისი ძმის ტრაგიკული გარდაცვალებიდან 1 წელი გავიდა.
„14 მაისი…💔😭 დღე, რომელმაც ჩემი ცხოვრება ორ ნაწილად გაყო… შენამდე და შენს შემდეგ…
დღეს ერთი წელი გავიდა იმ საშინელი დღიდან, მაგრამ დრო ვერაფერს შველის იმ ტკივილს, რომელიც შენთან ერთად დარჩა… 💔
მისნაირი ადამიანი არ არსებობს…
სიცოცხლით სავსე, უსაზღვროდ კეთილი, პატიოსანი, ერთგული…
ადამიანი, რომელსაც ყველასთვის მხოლოდ სიყვარული და სითბო მოჰქონდა.
საუკეთესო მამა, საუკეთესო ძმა, საუკეთესო ქმარი, შვილი, მეგობარი…
და უბრალოდ, საუკეთესო ადამიანი.
შენ იყავი უფლის ადამიანი…
საოცრად თბილი გული გქონდა, ისეთი, რომელსაც ყველგან სინათლე შეჰქონდა.
შენი არსებობა სიმშვიდე იყო…
შენს გვერდით ყველაფერი უფრო ლამაზი და მშვიდი ჩანდა.
შენი წასვლის მერე სამყარო ცარიელი გახდა…
იმ დღიდან თითქოს ყველაფერი გაჩერდა.
მე ორი ფრთა მქონდა… და ერთი მომტეხეს…
მას მერე ვცდილობ ვიცხოვრო ნახევარი გულით, ნახევარი სულით… 😔
მომენატრა ყველაფერი…
შენი ხმა…
შენი ღიმილი…
შენი ჩახუტება…
შენი უბრალო „როგორ ხარ“…
მომენატრა ადამიანი, რომლის მსგავსიც აღარასოდეს იარსებებს.
ამბობენ, დრო ყველაფერს კურნავსო…
მაგრამ არსებობს ტკივილი, რომელსაც უბრალოდ ყოველდღე ატარებ გულით.
და არსებობს ადამიანები, რომელთა დაკარგვასაც ვერასოდეს ეჩვევი…
შენ არ ხარ აქ…
მაგრამ ხარ ყველგან ჩემს ფიქრებში, ჩემს ტკივილში, ჩემს ყოველ ცრემლში…
და სანამ მე ვიარსებებ, შენც იცოცხლებ ჩემში…
სიცოცხლე სიკვდილამდე, ჩემო ძამიკო… 💔
მტკივა უშენობააა…💔
ვიწვი ამ ტკივილით…
მენატრები… 😭
მჭირდებიიიიიი !!!!!
ჩემიი სულისსს ნაწიიილიიი ხარრ უტააა 💔😭…!
მშვიდად განისვენე ჩემო სულის ნაწილო, მჯერა უფალთან ხარ!! ❤️ და გვიცავვ ❤️“, – წერს ანა ელიავა.
