2025 წლის 14 მაისს მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ სამი ადამიანი იმსხვერპლა – ავტომობილში, რომელიც მტკვარში გადავარდა, ოთხი ახალგაზრდა იმყოფებოდა. მაშველებმა ერთი მგზავრის გადარჩენა შეძლეს.
ერთ-ერთი დაღუპულის, უტა ელიავას და სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და იმ გაუსაძლის ტკივილსა და მონატრებაზე საუბრობს,რომელიც უტას გარდაცვალების შემდგომ აქვს.
„წახვედი და დამტოვე ამ უსასრულო ტკივილთან 💔… უსასრულო მონატრებასთან 💔
მჭირდები ჩემო გულო. მიყვარხარ !! უზომოდ მენატრები…“, – წერს ანა ელიავა.
