LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბოლო წუთებში, სანამ სასუფეველს მივაბარებდი, ხელი ჩავჭიდე და ჩუმად ვკითხე: „რატომ დამტოვე? სად მიდიხარ?“… სუნთქვაშეკრული ვუყურებდი, თან ვხვდებოდი, რამდენად მძიმე დღეების გავლა მიწევდა წინ“ – ანა ელიავა ძმაზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

3491
ანა ელიავა

2025 წლის 14 მაისს მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ სამი ადამიანი იმსხვერპლა – ავტომობილში, რომელიც მტკვარში გადავარდა, ოთხი ახალგაზრდა იმყოფებოდა. მაშველებმა ერთი მგზავრის გადარჩენა შეძლეს.

ერთ-ერთი დაღუპულის, უტა ელიავას და სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და იმ უმძიმეს წუთებს იხსენებს, როდესაც მის ძმას უკანასკნელად გამოემშვიდობა. 

„შენი დაბადების დღე ისევ მოვიდა, მაგრამ უშენოდ… იმიერში გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო უტიკო… უსასრულოდ მიყვარხარ“ – ანა ელიავა ძმის დაბადების დღეზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

„ბოლო შეხება მის გაყინულ ხელებთან… 💔 ბოლო წუთებში, სანამ სასუფეველს მივაბარებდი, ხელი ჩავჭიდე და ჩუმად ვკითხე: „რატომ დამტოვე? სად მიდიხარ?“

სუნთქვაშეკრული ვუყურებდი, თან ვხვდებოდი, რამდენად მძიმე დღეების გავლა მიწევდა წინ.

დიდხანს მეჭირა ხელი, სანამ არ გაასვენეს. არ მინდოდა მისი გაშვება, არ მინდოდა მასთან განშორება…
მაგრამ წავიდა. 💔

დატოვა ტკივილი, მონატრება და მოგონებები, რომლებიც ჩემთან სამუდამოდ დარჩება“, – წერს ანა ელიავა. 

ვიდეო: „მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ჩვენი ტკივილი გაიზიარა და გვერდით გვედგა…“ – უტა ელიავას და, ანა ელიავა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „პრაიმშოუ“

„14 მაისი… ერთი წელი გავიდა იმ საშინელი დღიდან, მაგრამ დრო ვერაფერს შველის იმ ტკივილს, რომელიც შენთან ერთად დარჩა… ვიწვი ამ ტკივილით… მენატრები…“ – ტრაგიკულად დაღუპული უტა ელიავას დის, ანა ელიავას ემოციური პოსტი 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები