LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რთველის სუბსიდირება მოხდება: რა ეღირება 1 კილოგრამი ყურძენი

150
Dn17UKVXoAArzzi

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოხდება რთველის სუბსიდირება. ამის შესახებ პრემიერ -მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„რთველი გვიახლოვდება და ყველამ კარგად იცის, რომ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ერთ-ერთი სამიზნე არის ფერმერი, სოფელი და ქართველი გლეხი. ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ სხვადასხვა ინსტრუმენტებით ამ ადამიანებს დავხმარებოდით და კრიზისის პერიოდში გაგვეძლიერებინა. მოგეხსენებათ, როგორ ვითარდება მევენახეობა და მეღვინეობა. 2019 წელი იყო რეკორდული, როდესაც საქართველოდან 94 მილიონი ბოთლის ექსპორტი მოხდა. რა თქმა უნდა, შიდამოხმარებაც იზრდებოდა. დარგის ზრდის სერიოზული დინამიკაა, ამიტომ შეუძლებელი იყო ამ დარგისთვის ყურადღება არ მიგვექცია და ანტიკრიზისული გეგმა სპეციალურად მევენახეებისთვის არ მოგვემზადებინა, განსაკუთრებით რთველის პირობებში. მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, მოახდენს სუბსიდირებას განსაკუთრებით ისეთ ჯიშების, როგორიცაა კახური მწვანე და რქაწითელი, 1 კგ-ს ფასიც არ იქნება 80 თეთრზე ნაკლები“, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერმა აღნიშნა, რომ რთველის სუბსიდირებისთვის ბიუჯეტი უკვე გამოყოფილია და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი დავალება აქვს მიღებული.

„თუ საჭირო გახდა, სახელმწიფოც ჩაერთვება ყურძნის  შესყიდვებში, თუ ასეთი უკიდურესი აუცილებლობა გახდა საჭირო, მაგრამ ყველა შემთხვევაში ქართველმა მევენახეებმა უნდა იცოდნენ, რომ მინიმალური ფასი კახურ მწვანეზე და რქაწითელზე იქნება 80 თეთრი. ეს ის მინიმალური დახმარებაა, რაც ქართველ მევენახეებს შეგვიძლია, რომ გავუწიოთ“, – აღნიშნა პრემიერმა.  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g