LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუისთან ავარიისას დაშავებულ მოზარდს მესამე ჯგუფის რეზუს დადებითი სისხლი სჭირდება

613
Untitled (7)

სოფელ რუისთან ავარიაში დაშავებულ მოზარდს ამ წუთებში იაშვილის კლინიკაში ოპერაცია უტარდება.

ექიმების განცხადებით, 12 წლის მოზარდის მდგომარეობა მძიმეა და მას სასწრაფოდ სჭირდება მესამე ჯგუფის რეზუს დადებითი სისხლი.

კლინიკა დონორობის მსურველებს სთხოვს, რომ მოზარდის დასახმარებლად სისხლის ბანკს მიაკითხონ მისამართზე – ლუბლიანას ქუჩა 2/6, სისხლის ბანკი, მ. იაშვილის კლინიკის მიმდებარე ტერიტორია, ან დარეკონ ნომრებზე: 0322540409; 599559691.

https://www.facebook.com/george.nioradze/posts/10218462521890347

შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რუისთან სამი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა. დაღუპულია ერთი ქალი და ორი მცირეწლოვანი.

დაღუპულები და დაშავებულები სომხეთის მოქალაქეები არიან.

ავარია რუისთან: დაიღუპა სამი, დაშავდა ხუთი ადამიანი

დასავებული ხუთი ადამიანი გორისა და თბილისის საავდმყოფოებში გადაიყვანეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g