LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რუხის სავაჭრო ცენტრში” ფესტივალი „გზა ერთობისკენ – რუხი 2018“ იწყება

73

„რუხის სავაჭრო ცენტრი“ 14 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით, სპორტულ-კულტურული ღონისძიებებს მასპინძლობს.

რუხის სავაჭრო ცენტრის ინიციატივით, სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო ადმისტრაციისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სამეგრელოში, ენგურის ხიდიდან 600 მეტრში მდებარე „რუხის სავაჭრო ცენტრი“ ფესტივალი „გზა ერთობისკენ – რუხი 2018“ -ის ფარგლებში, მრავალფეროვან სპორტულ-კულტურულ ღონისძიებებს გამართავს.

„რუხი სავაჭრო ცენტრში“ ერთთვიანი ფესტივალი კულტურულ, სპორტულ და საგანმანათლებლო აქტივობებს მოიცავს. იგეგმება სხვადასხვა მუსიკალური მიმდინარეობის კონცერტები, ფესტივალები, კონკურსები, შეჯიბრებები, მარათონი, დაჯილდოვებები, ფილმების ჩვენება, საბავშვო ღონისძიებები და ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების პირდაპირი ტრანსლირება.

ინიციატივის მხარდამჭერები არიან კერძო კომპანიები და საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის, სს ქართული ლუდის კომპანია „ზედაზენი“, რომელიც ფესტივალის განმავლობაში, მასშტაბურ აქტივობებსა და პრიზების გათამაშებას გეგმავს.

„მოხარული ვარ, რომ რუხის მრავალფუნქციურ სავაჭრო ცენტრს კიდევ ერთი ახალი დატვირთვა ექნება და რეგიონში კიდევ ერთი ახალი ლოკაცია ჩნდება, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეეძლება მოვიდეს დაისვენოს, გაერთოს და მისთვის საინტერესო აქტივობებში ჩაერთოს. თქვენ გელოდებათ პოპულარული ჯგუფებისა და შემსრულებლების კონცერტები: „ვაკის პარკი,“ Under Seven, TSU ART, Green Mama, მარიამ შენგელია, მარიტა ცეცხლაძე, ალექსი კიკვიძე და სხვა. ბავარიის ლუდის ფესტივალი საინტერესო გათამაშებებითა და ფინალური პრიზით – საგზური ამსტერდამში. გრანდიოზული სანახაობები ბავშვებისთვის: ნაყინისა და ფერების ფესტივალი. საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გიორგი კეკელიძის საჯარო ლექცია და სიმფონიური ორკესტრის კონცერტი ნეკა სებისკვერაძესთან ერთად. ველოდებით, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე, ტურისტებს და ფესტივალზე დასწრების მსურველებს, საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან. იმედი მაქვს ეს მრავალფეროვანი ერთთვიანი ფესტივალი რეგიონში ზაფხულის მთავარი მოვლენა იქნება. ფეხბურთის გულშემატკივრებს კი ექნებათ შესაძლებლობა მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაციას ადევნონ თვალი და უგულშემატკივრონ დიდ ფეხბურთს დიდ ეკრანზე“, – განაცხადა „რუხის სავაჭრო ცენტრის“ დირექტორმა დავით მაჭავარიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g