“დღეიდან ზუგდიდელი ვარ”- ამის შესახებ ოპოზიციური გაერთიანების “ძალა ერთობაშიას” კანდიდატმა სანდრა რულოვსმა, ტელეკომპანია “ოდიშთან” ინტერვიუში განაცხადა.
სანდრა რულოვსი ზუგდიდის იუსტიციის სახლში იმყოფებოდა.კანდიდატმა საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაცია გაიარა,რაც იმას ნიშნავს, ის უკვე ზუგდიდის მცხოვრები გახდა.
“დღეს ზუგდიდელი გავხდი. ვიყავი იუსტიციის სახლში და დავაფიქსირე ჩემი საცხოვრებელი ადგილი, მისამართი აქ ზუგდიდში და ძალიან ვამაყობ. მე მგონი ხვალიდან უკვე შედის ძალაში და ვიქნები უკვე ზუგდიდელი. ვნახოთ ზუგდიდელები როგორ მიმიღებენ. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ზუგდიდელისთვის მისაღებია, რომ მათ დავეხმაროთ მერის ამპლუაში და მერე უკვე სულ დავრჩები ზუგდიდში”,- ამბობს სანდრა რულოვსი.
გაერთიანებული ოპოზიცია მერობის კანდიდატს, ოფიციალურად 7 აპრილს წარადგენს.
