LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუმინეთის აეროპორტი აპირებს, რომ სრულად მზის ენერგიაზე გადავიდეს

130
thumb_1024x663_iasi-solars-11zon

რუმინეთში გადატვირთულობის მაჩვენებლით მესამე აეროპორტი – იაში, აპირებს რომ მხოლოდ მზის ენერგიებით იარსებოს. ამისათვის მის ტერიტორიაზე მზის ელემენტების მძლავრ პარკს მოაწყობენ, წერს The Mayor.

აღსანიშნავია, რომ ქალაქ იაშის აეროპორტში ასეთი პარკი უკვე არსებობს. ის 2023 წლიდან მუშაობს, თუმცა სიმძლავრე არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მთელი აეროპორტისთვის საჭირო ენერგიები გამოიმუშაოს.

ახალი პარკი 5-ჯერ უფრო დიდი იქნება. მზის პანელებს 5 ჰექტრის ოდენობის მიწაზე გადაანაწილებენ.

განახლებადი ენერგიების გამოყენება ევროკავშირს საშუალებას მისცემს შეასრულოს ამბიციური გეგმა და 2030 წლისთვის მავნე გამონაბოლქვი 55%-ით შეამციროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები