რუმინეთის ქალაქ ტიმიშოარას ერთ-ერთ სამშობიაროში 10 ახალშობილს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაინფიცირებული ბავშვების დედებს ტესტი ჩაუტარდათ და ყველა მათგანი ჯანმრთელია.
2-4 აპრილს ცხრა დაინფიცირებული ახალშობილი დედასთან ერთად საავადმყოფოდან გაწერეს. ერთი პაციენტი სამშობიაროში რჩება.
ბავშვები სავადაუდოდ კლინიკის სამედიცინო პერსონალისგან დაინფიცირდნენ.
რუმინეთის ჯანდაცვის მინისტრმა ნელუ ტატარუმ გასცა ბრძანება, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ჩაეტარებინათ.
6 აპრილს რუმინეთის პრეზიდენტ იონ ილიესკუს გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 30 დღით გახანგრძლივდა.