LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუმინეთში მომავალ ექიმებს პაციენტებთან კომუნიკაციას ასწავლიან

104
Capture

ბუქარესტის მედიცინის უნივერსიტეტის სტუდენტები გაივლიან სპეციალურ კურსს, რომელიც მათ პაციენტებთან ურთიერთობას ასწავლის. სიახლის შესახებ Romania Insider წერს.

კურსის მიზანი – ექიმებსა და პაციენტებს შორის ნდობის ფაქტორის ზრდაა.

უნივერსიტეტში აღნიშნავენ, რომ პაციენტთან ურთიერთობა დიაგნოსტიკის პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ექიმებს უნდა შეეძლოთ კითხვების დასმა და ყურადღებით მოსმენა, რათა ადამიანებმა თავისი მდგომარეობის თუ მკურნალობის გამოცდილების შესახებ ღიად შეძლონ საუბარი.

სტუდენტები აქტიური მოსმენის უნარებს და ემპათიას ისწავლიან, ასევე უკეთ გაიგებენ თუ როგორ ააწყონ კომუნიკაცია კრიზისულ სიტუაციებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები