რუსებმა ხარკოვის რეგიონში სამი ხიდი ააფეთქეს, რომლებიც აუცილებელია უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევისთვის. ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება.
CNN-ის ცნობით, განადგურდა ხიდები რუბეჟნოეს, სტარი სალტოვისა და პეჩენეგის დასახლებებთან. გამოცემის ცნობით, ამან შეიძლება მნიშვნელოვნად გაართულოს უკრაინელი სამხედროების კონტრშეტევა მდინარე სევეროდონეცკის გადაკვეთისას.
დანგრეული ხიდები იმასაც ადასტურებს რომ რუსები ხარკოვის რეგიონში დაბრუნებას აღარ გეგმავენ.