რუსების უმეტესობას საბჭოთა ბრენდების აღორძინება სურს, მათ შორის მანქანების, საკვების და სასმელების, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის, ასევე სუნამოების – ინფორმაციას „ბიზნეს ფორმულა“ ანალიტიკური კვლევის ცენტრ „სინერგიაზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
“რუსეთის მოქალაქეების 83% საჭიროდ მიიჩნევს საბჭოთა ბრენდების აღორძინებას რუსეთიდან უცხოური კომპანიების გასვლის ფონზე. ეს მოიცავს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: Moskvich, Volga და Pobeda (მანქანები), ასევე Orsk (მაცივრები) და Kama (ველოსიპედები). მოქალაქეთა დაახლოებით 12%-ს საპირისპირო მოსაზრება აქვს, დანარჩენ 5%-ს უჭირს პასუხის გაცემა”, – ნათქვამია კვლევაში, რომელიც რუსეთის ყველა რეგიონის 5 ათას მცხოვრებს შორის ივლისის თვეში ჩატარდა.
აღსანიშნავია, რომ დასავლური სანქციების შემოღების შემდეგ, რუსეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა რამდენიმე რუსული ავტომობილის ბრენდის – Moskvich-ის, Volga-სა და Pobeda-ს აღორძინების გეგმები.