რუსეთ-უკრაინის საკითხზე მხარეების მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დღეს, კიევის დროით 16:00 საათზე დაიწყება.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი სოციალურ ქსელში ავრცელებს:
“მოლაპარაკებები რუსეთის ფედერაციასთან, მესამე რაუნდი, დასაწყისი კიევის დროით 16:00 საათზე. დელეგაცია უცვლელია”, – აღნიშნულია პოდოლიაკის “ტვიტში”.
შეგახსენებთ, 24 თებერვლიდან, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ეს მხარეებს შორის მესამე შეხვედრაა.
მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 28 თებერვალს გაიმართა.
არახამია: მზად ვართ განვიხილოთ არა-ნატო მოდელები, თუ სხვა ქვეყნებისგან გარანტიებს მივიღებთ
ფოტო, ვიდეო: უკრაინულ და რუსულ დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ, მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე:
Negotiations with the Russian Federation. Third round. Beginning at 16.00 Kyiv time. Delegation unchanged… pic.twitter.com/ycfT9LT0tc
— Михайло Подоляк (@Podolyak_M) March 7, 2022