LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არახამია: მზად ვართ განვიხილოთ არა-ნატო მოდელები, თუ სხვა ქვეყნებისგან გარანტიებს მივიღებთ

189
araxamia

ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერი, დავით არახამია, რომელიც მონაწილეობას იღებს რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში და კიევის დელეგაციის წევრია, აცხადებს, რომ უკრაინა მზადაა განიხილოს ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმის მოდელიც, თუ ზოგიერთი სახელმწიფოსგან პირდაპირ გარანტიებს მიიღებენ. ამის შესახებ არახამია Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„პასუხი, რასაც ნატოსგან ვიღებთ, არის ის, რომ ისინი მზადაც არ არიან, განიხილონ ჩვენი ნატოში გაწევრიანება უახლოესი 5-10 წლის განმავლობაში.

ზელენსკი: არ არის რეაქცია, არის სიჩუმე, არც ერთი სიტყვა, თითქოს დასავლელი ლიდერები გაქრნენ

ნატოში გაწევრიანების მოთხოვნისთვის არ ვიბრძოლებთ, ვიბრძოლებთ შედეგისთვის, მაგრამ არა პროცესისთვის. მზად ვართ განვიხილოთ არა- ნატო მოდელები. მაგალითად, შეიძლება პირდაპირი გარანტიები სხვადასხვა ქვეყნებისგან, როგორებიცაა აშშ, ჩინეთი, გაერთიანებული სამეფო, შეიძლება გერმანია და საფრანგეთიც. მზად ვართ განვიხილოთ ასეთი საკითხები ფართო წრეში, სხვა პარტნიორებთანაც, მხოლოდ რუსეთთან ორმხრივ საუბრებში არა”, – უპასუხა არახამიამ Fox News-ის ჟურნალისტის შეკითხვას, არის თუ არა მზად უკრაინა რუსეთთან ნატოში გაწევრიანების საკითხი განიხილოს.

ზელენსკი: არ არის რეაქცია, არის სიჩუმე, არც ერთი სიტყვა, თითქოს დასავლელი ლიდერები გაქრნენ

ასევე, არახამიას თქმით, საკითხი, რომელიც განხილვას არ ექვემდებარება, არის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა. მისი თქმით, კიევი არ აპირებს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას.

შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

რუსეთ-უკრაინის ომზე მუდმივად განახლებულ ინფორმაცია შეგიძლიათ, ნახოთ ამ ბმულზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g