რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ქართველი მებრძოლები დავით რატიანი და გიორგი ბერიაშვილი სამხედრო პატივით სამოქალაქო სასაფლაოზე დაკრძალეს.
დავით რატიანის ცხედარი ქაშვეთის ტაძარში პანაშვიდის შემდეგ ვარკეთილის სასაფლაოზე გადაასვენეს, ხოლო გიორგი ბერიაშვილის ცხედარი არიამ მეგვიპტელის ეკლესიიდან გამოსვენების შემდეგ – თემქის სასაფლაოზე.
ქართველი სამხედროების ცხედრები თბილისში 24 მარტს ჩამოასვენეს.
ისინი უკრაინაში, ქალაქ ირპენში შეტაკებების შედეგად გარდაიცვალნენ.