LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი ასახელებს იმ პირობას, რომლის შესრულების შემთხვევაშიც, უკრაინულ პორტებს გახსნის

113
43798_5

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის შავი ზღვის პორტებთან წვდომას მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ასევე განიხილება, – ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ ავრცელებს.

განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც გაეროს სურსათის ხელმძღვანელმა, დევიდ ბიზლიმ ვლადიმერ პუტინს მიმართა და აღნიშნა, რომ მილიონობით ადამიანი დაიღუპება მთელ მსოფლიოში, რუსეთის მიერ შავი ზღვის პორტების ბლოკადის გამო.

„თუ გული გაქვთ საერთოდ დანარჩენი მსოფლიოს მიმართ, მიუხედავად იმისა, თუ რას გრძნობთ უკრაინის მიმართ, თქვენ უნდა გახსნათ ეს პორტები,“- მიმართა დევიდ ბიზლიმ ვლადიმერ პუტინს.

შეგახსენებთ, სოფლის მეურნეობის სასიცოცხლო მნიშვნელობის ტვირთები უკრაინაშია ჩარჩენილი, რადგან რუსეთმა ოდესის პორტი და მეზობელი პორტები დაბლოკა. უკრაინა შედის ქვეყნების ხუთეულში სოფლის მეურნეობის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტის იმპორტის თვალსაზრისით, მათ შორის არის: სიმინდი, ხორბალი, ქერი და მზესუმზირა.

თუ პორტების საკითხი არ მოგვარდება 60 დღეში, უკრაინის ეკონომიკა მთლიანად დაიშლება – დევიდ ბიზლი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g