„თუ პორტების საკითხი არ მოგვარდება და არ გაიხსნება, უკრაინის ეკონომიკა მთლიანად დაიშლება“ – ამის შესახებ გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელი დევიდ ბიზლი აცხადებს. მისი თქმით, პორტები უნდა ამოქმედდეს მომდევნო 60 დღის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში უკრაინის სოფლის მეურნეობაზე ორიენტირებული ეკონომიკა დაიშლება.
დევიდ ბიზლი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინსაც მიმართავს. „თუ გული გაქვთ საერთოდ დანარჩენი მსოფლიოს მიმართ, მიუხედავად იმისა, თუ რას გრძნობთ უკრაინის მიმართ, თქვენ უნდა გახსნათ ეს პორტები,“- მიმართა დევიდ ბიზლიმ ვლადიმერ პუტინს.
შეგახსენებთ, სოფლის მეურნეობის სასიცოცხლო მნიშვნელობის ტვირთები უკრაინაშია ჩარჩენილი, რადგან რუსეთმა ოდესის პორტი და მეზობელი პორტები დაბლოკა.