LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი ბევრ რამეს აცხადებს და ცდილობს თავისი პოლიტიკის გატარებას, რომელსაც ჩვენ ვუპირისპირებთ ჩვენს პოლიტიკას: კახა კუჭავა

62
კახა კუჭავა

„რუსეთი ბევრ რამეს აცხადებს და ცდილობს თავისი პოლიტიკის გატარებას, რომელსაც ჩვენ ვუპირისპირებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად ჩვენს პოლიტიკას,“ – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

აღნიშნულით კახა კუჭავა რუსეთის ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, რუსეთის საგარეო უწყება გამოდის შეთავაზებით – დაიწყოს საქართველოს, აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთს“ შორის საზღვრის დელიმიტაციის პროცესი მათი შემდგომი დემარკაციით.

რუსეთის საგარეო უწყება: გამოვდივართ შეთავაზებით, დაიწყოს საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან საზღვრების დელიმიტაციის პროცესი… მოსკოვი აქტიურად უჭერს მხარს სოხუმსა და ცხინვალს

კახა კუჭავას თქმით, საქართველო პარტნიორებთან ერთად, რუსეთს ყველანაირ არაკანონიერ ქმედებაში ხელს შეუშლის.

„რუსეთი ბევრ რამეს აცხადებს და ცდილობს თავისი პოლიტიკის გატარებას, რომელსაც ჩვენ ვუპირისპირებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად იმ პოლიტიკას, რომელსაც ჯერჯერობით შედეგი მოაქვს და ყველანაირად შევეცდებით და შევძლებთ მივაღწიოთ იმ შედეგსაც, რომ მათ საბოლოოდ შევუშალოთ ხელი ყველა არაკანონიერ ქმედებაში“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

ამავე თემაზე:

ღარიბაშვილი: ჩვენ სახელმწიფოს რუსეთის ფედერაციასთან საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაცია დასამთავრებელი გვაქვს

მიუღებელია მოსკოვის უკანონო განცხადებები საოკუპაციო ხაზზე ე.წ. დელიმიტაცია-დემარკაციის განხორციელებაზე და საკითხის ერთადერთი გადაწყვეტა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციაა: საგარეო საქმეთა სამინისტრო

magti 5g