LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რუსეთი ცდილობს დრო მოიგოს და ხელახალი შეტევა მოახდინოს“ – რას შე (ცვლის) მოლაპარაკებები

156
BeFunky-collage (8)

სტამბოლში, 29 მარტს, პირისპირ გამართული მოლაპარაკება გარდამტეხი არ აღმოჩნდა, თუმცა ცალკეულ საკითხებზე პროგრესი ორივე მხარემ დაადასტურა. შეხვედრის შემდეგ ითქვა, რომ რუსეთი უკრაინის ნეიტრალიტეტს, უბლოკო სტატუსის მინიჭებას და მის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სამხედრო კონტინგენტის განთავსებაზე უარს ითხოვს, სახელდება სხვა პირობებიც. თავის მხრივ ნეიტრალიტეტის სანაცვლოდ უსაფრთხოების მყარ გარანტიებს მოითხოვს კიევი.

კიევს კონკრეტული მოთხოვნები აქვს ყირიმთან დაკავშირებითაც. მოლაპარაკების პროცესის მიუხედავად, ზელენსკი მსოფლიო ლიდერებს მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერებას და ახალი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. უკრაინა აცხადებს, რომ ამ ეტაპზე, რუსეთის ჯარები მოჩვენებითი დეესკალაციის პირობასაც არ ასრულებენ.

რა შემთხვევაში გააფორმებს უკრაინა რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმებას – დავით არახამია მოლაპარაკებების დეტალებზე საუბრობს

რას ცვლის მიმდინარე მოლაპარაკებები და რამდენად რეალისტურია შეთანხმების მიღწევა? – საკითხზე “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” პროფესორმა, თენგიზ ფხალაძემ ისაუბრა.

“მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის რიტორიკა ოდნავ დარბილდა, ვერ ვიტყვი, რომ დიდი ოპტიმიზმი მაქვს, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. ცხადია, უკრაინა არ აპირებს არანაირ კომპრომისს საკუთარ ტერიტორიულ მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხარჯზე და ძალიან მყარ უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს”, – აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.

ვოლოდიმირ ზელენსკი: მოლაპარაკების პლატფორმიდან პოზიტიური სიგნალები ისმის, თუმცა ის რუსული ჭურვების აფეთქების ხმას ვერ ახშობს

 

მისი შეფასებით, “მხარეების პოზიციები იმდენად განსხვავებულია, რომ საუბარი იმაზე, რომ რაიმე რეალური შეთანხმება შესაძლოა შედგეს, ძალიან ადრეა”.

“ეს ყველაფერი დამოკიდებულია რუსეთის წარუმატებლობასა და უკრაინის წარმატებაზე საბრძოლო მოქმედებებში, რადგან რუსეთის რიტორიკა შედარებით დარბილდა ზუსტად იმიტომ, რომ მათი თავდაპირველი გეგმა არ განხორციელდა.

დღეს რუსეთი ცდილობს დრო მოიგოს, მოახდინოს ძალების გადაჯგუფება და მოახდინოს ხელახალი შეტევა, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთს ამის შესაძლებლობა ნაკლებად მიეცეს”, – განაცხადა თენგიზ ფხალაძემ და დასძინა, რომ ახლა ბევრი რამ დამოკიდებულია უკრაინის შემდგომ წარმატებაზე.

სტოლტენბერგი: რუსეთმა საკუთარი განზრახვების შესახებ არაერთხელ მოიტყუა, ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ მხოლოდ მისი ქმედებებით

ჯო ბაიდენი: ვნახავთ, შეასრულებს თუ არა რუსეთი იმას, რასაც გვთავაზობენ

 

“ეს წარმატება კი მიიღწევა რამდენიმე რამით. ცხადია, იმ სულისკვეთებით, რომელსაც უკრაინელი ერი ავლენს, მაგრამ ამავდროულად, ეს წარმატება მიიღწევა, მართლაც უპრეცედენტო დახმარებით, რომლის მსგავსი მსოფლიოს არ უნახავს. ნატო-ს არც ერთ არაწევრ ქვეყანას მსგავსი ტიპის დახმარება არ მიუღია. აღსანიშნავია, ის უპრეცედენტო სანქციები, რომლებიც რუსეთს უწესდება და კიდევ უფრო გაძლიერდება. მსგავსი სანქციები არ ჰქონია არც ირანს და არც ჩრდილოეთ კორეას და ეს მართლაც მნიშვნელოვანია”, – განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

წამყვანის შეკითხვაზე, იმ ფონზე, როდესაც უკრაინა ცივილიზებული სამყაროსაგან უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს, ვინ შეიძლება აიღოს პასუხისმგებლობა რუსეთთან მიმართებაში, ფხალაძემ აღნიშნა, რომ ეს ერთ-ერთი მთავარი კითხვა უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებზე და საუბარია, იმ ძლიერ ქვეყნებზე, რომლებსაც რეალურად მართლაც შეუძლიათ რუსეთის შეჩერება.

ნატოში გაწევრიანება რთული პროცედურაა ბევრი რამის გამო. საჭიროა 30 ქვეყნის თანხმობა და შეთანხმების პროცესი ძალიან რთულია, ამიტომ უკრაინა ამბობს, რომ თუ დღეს ამაზე მზად არ ვართ, შემოგვთავაზეთ უფრო სწრაფი გარანტიები და ეს შეიძლება იყოს ორმხრივი ან სამმხრივი შეთანხმებები, რომლებიც უზრუნველყოფს მე-5 პარაგრაფის მსგავს გარანტიებს – პირდაპირ იყო ნახსენები, 3 დღის განმავლობაში ცის ჩაკეტვა, სამხედრო ჩარევა და ა.შ. ამის განხორციელება ძალიან რთულია, მაგრამ თუ განხორციელდა რეალურად, აღმატებულიც კი შეიძლება იყოს მე-5 პარაგრაფზე, რადგან ამოქმედების მექანიზმი კიდევ უფრო სწრაფია.

ცხადია, რომ თუკი ამ ტიპის გარანტიებს მისცემს ვინმე უკრაინას, რუსეთისთვის ესეც მიუღებელია, რადგან ეს კიდევ ერთხელ ზღუდავს მისი მოქმედების არეალს”, – განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

მაშინ, როდესაც მსოფლიოს ყურადღება უკრაინისკენ არის მიპყრობილი, ფხალაძე მიიჩნევს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს თემატიკა დიდ საერთო კონტექსტში იყოს წამოწეული და გაჟღერებული.

“ერთი რამ უნდა გვესმოდეს, რომ დღეს უკრაინაში იქმნება ახალი ევროპული უსაფრთხოების  არქიტექტურა და ახალი ევროპული წესრიგი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა ეს წინადადება განხილული იყოს მათ შორის, ჩვენი კუთხითაც, სამომავლო პერსპექტივის კონტექსტში.

როდესაც ვლაპარაკობთ ე.წ. შესაძლებლობების ფანჯარაზე, რომ დასავლეთი გამოფხიზლდა და ა.შ. აქ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიმსჯელოთ იმაზე, რომ რა დამატებითი გარანტიები შეიძლება მიიღოს საქართველომ, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც რუსეთი ამზადებს ფარულ ანექსიას. ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობები ცალ-ცალკე ყველა პარტნიორთან”, – განაცხადა თენგიზ ფხალაძემ “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა”.

 

mazda magti 5g