LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი და უკრაინა მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით შეთანხმებას ხელს 22 ივლისს მოაწერენ

55
NJS3FINAQJO5RBBDNWS5XBKXK4

უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით შეთანხმებას ხვალ სტამბოლში მოაწერენ ხელს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, უკრაინასა და რუსეთს შორის ხელმოწერის ცერემონიას თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტიერეში დაესწრებიან.

13 ივლისს, სტამბოლში ოთხმხრივი მოლაპარაკებების მონაწილეები შეთანხმდნენ, შეიქმნას საკოორდინაციო ცენტრი უკრაინული მარცვლეულის საზღვაო გზით ექსპორტისთვის.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები