უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთი კიევზე თავდასხმისთვის ემზადება. მათივე განმარტებით, გასული 24 საათის განმავლობაში ფრონტებზე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა.
„ვოლინისა და პოლესეს მიმართულებით მტერს არ უწარმოებია აქტიური ოპერაციები, თუმცა კვლავინდებურად ამატებდა საცეცხლე წერტილების გამანადგურებელ სისტემებს, საინჟინრო უზრუნველყოფასა და ლოგისტიკურ სისტემებს, კიევზე თავდასხმის მომზადების მიზნით“, – წერია უკრაინის გენერალური შტაბის მიერ გავრცელებულ მოხსენებაში.
უკრაინის გენერალური შტაბის მტკიცებით, შაბათს რუსული არმია თითქმის არცერთი მიმართულებით არ გადასულა შეტევაზე. გამონაკლისია იზიუმი (საკვანძო ქალაქი ხარკოვსა და სლავიანსკს შორის), მაგრამ იქ, უკრაინის გენერალური შტაბის თქმით, გარღვევის მცდელობას მოწინააღდმეგისთვის შედეგი არ მოუტანია.