უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბის ინფორმაციით, რუსული ძალები კიევზე გადამწყვეტი შეტევისთვის ემზადებიან.
რუსულმა ძალებმა ქალაქზე თავდასხმისთვის რესურსების შეგროვება დაიწყეს და ამ მიზნით ახლომდებარე ქალაქ ირპენისკენ მიიწევენ.
რუსი მეთაურები თავიანთ ძალებს ბელარუსიდან ჩერნობილის ზონის გავლით მიღებულ საწვავს აწვდიან.
ამასთან, გენერალური შტაბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსი სამხედროები ცდილობენ ქალაქების : ხარკოვის, ჩერნიგოვის, სუმის და მიკოლაივის ალყაში მოქცევას.