LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი თუ მოქმედი მთავრობა – რომელია საქართველოს უფრო დიდი მტერი

264
Commuters travel in a bus past an election poster of presidential candidate Salome Zurabishvili in Tbilisi on November 27, 2018, on the eve of the second round of presidential elections. (Photo by Vano Shlamov / AFP)        (Photo credit should read VANO SHLAMOV/AFP/Getty Images)

“ვინც მიიჩნევს, რომ აღმოსავლეთ ევროპის პრობლემა რუსეთი არ არის (“პოლიტიკოში” გამოქვეყნებული სტატია) სათვალეები და ხედვა უნდა შეიცვალოს. სტატიის ავტორის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოსთვის რუსეთი ბევრად ნაკლები საფრთხეა, ვიდრე “არაფორმალური მმართველობა და ცუდი მთავრობა” მთლიანად გაუმართავია”, – ამის შესახებ Politico-ში საქართველოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის სოფო ქაცარავას ავტორობით გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ.

“ეს უაზრო არგუმენტი მოსკოვისთვის იმდენად სასიამოვნია, რამდენადაც ევროპისთვის ძირის გამომთხრელი. ასევე გააოცებს დევნილებს, რომლებიც რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს 20%-დან არიან და მტკივნეულად შეეხება გატაცებულ საქართველოს მოქალაქეებს,” – ვკითხულობთ სტატიაში, სადაც ასევე ნათქვამია, რომ რეალური ფაქტები დრამატულად განსხვავებულ სურათს ქმნის. მასში აღწერილია საქართველოში არსებული გამართული სტრუქტურები; ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ ბიზნესის მარტივად კეთების რეიტინგში ქვეყანა 189-დან მეექვსე ადგილს იკავებს. ასევე მოყვანილია ყველა ის მსოფლიო რეიტინგი, სადაც საქართვველოს პოზიციები შთამბეჭდავია.

სტატიაში, რომლის საპასუხოდაც სოფო ქაცარავას წერილი გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ საქართველოსთვის რეალური საფრთხე არა რუსეთი, არამედ არაფორმალური მმართველობაა. თომას დე ვაალის მიერ დაწერილ ანალიტიკურ ნარკვევში ვკითხულობთ, რომ საქართველოს, ისევე როგორც მოლდოვასა და უკრაინას, მთავარი მტერი არა ქვეყნის გარეთ, არამედ შიგნით ჰყავს.

“საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, ამის კარგი მაგალითია. საქართველოს უდიდეს ინფრასტრუქტურულ პროექტს “ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს” საფრთხე თავად ქვეყნის “შიდა თამაშებით” შეექმნა. პორტი, რომელიც 2020 წელს უნდა გაიხსნას, ქვეყანას დიდი ზომის გემების მიღების საშუალებას მისცემს, ასევე, გაზრდის სარკინიგზო მიმოსვლას და გააუმჯობესებს ამ მხრივ საქართველოს პოზიციებს. პროექტში საერთაშორისო ორგანიზაციებიც არიან ჩართულები, თუმცა მისი მომავალი ამ ეტაპზე უცნობია.

ანაკლიის პორტი ყოფილ პრემიერთან გიორგი კვირიკაშვილთან ასოცირდება. ასევე ის დაკავშირებულია “თიბისი” ბანკის ყოფილ მმართველთან. ბანკთან, რომელზეც ბოლო პერიოდში ფულის გაეთეთრების საქმეზე გამოძიება დაიწყო და მმართველთან, რომელმაც ეს თანამდებობა სწორედ ამ საქმის გამო, ცოტა ხნის წინ დატოვა,” – ნათქვამია სტატიაში.

სტატიის ავტორი ასევე დასძენს, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის პარალელურად, მთავრობამ ფოთის პორტის განვითარების და გაფართოების პროექტი გამოაქვეყნა, რაც გაუგებარია. აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტი თომას დე ვაალი Carnegie Europe-ის უფროსი მეცნიერია და ავტორია წიგნის “კავკასია: შესავალი”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები