LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი ყოველთვის იყო რაოდენობა და არა ხარისხი – ვინ რამდენს ხარჯავს საქართველოში

445
turistebi

„რუსეთი ყოველთვის იყო რაოდენობა და არასდროს ყოფილა ხარისხი. არასდროს!“, – ამის შესახებ Forbes საქართველოს მთავარი რედაქტორი გიორგი ისაკაძე აცხადებს. ის სოციალურ ქსელში იმ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ვარკვევთ, თუ რამდენს ხარჯავენ რუსი ტურისტები საქართველოში.

„რუსულმა ტუროპერატორებმა საქართველო პაკეტებში მხოლოდ შარშან (2018 წელი) შეიყვანეს. მანამდე, რუსულ ტურპაკეტებში საქართველო მხოლოდ აფხაზეთით იყო წარმოდგენილი.

რუსეთი აგრძელებს “გავრილოვის ტესტს”: 8 ივლისიდან (ანუ, 2 კვირა ნახევარში) შეიძლება (იხილეთ პესკოვის განცხადებები!) და ისიც როგორც დროებითი ღონისძიება (საკუთარი პუტინის ბრძანებულებები მაინც წაიკითხეთ გამართულად!). აქაც სტრესტესტი აქვს ტაიმერით ჩრდილოელს და ურცხვად გველაპარაკება იქაური და აქაური თინა კანდელაკებით!

ესეც სტატისტიკა და დავიშალეთ:

ერთი #რუსიტურისტი საქართველოში ვიზიტზე საშუალოდ 1350 ლარს ხარჯავს;

#აშშ – 3047 ლარი;

#ბრიტანეთი – 3189 ლარი;

#ისრაელი – 2047 ლარი;

#უკრაინა – 1659 ლარი;

#ირანი – 2071 ლარი;

#გერმანია – 2046 ლარი;

#არაბთა გაერთიანებული საემიროები- 2719 ლარი;

#ყაზახეთი – 1956 ლარი;

#პოლონეთი- 2183 ლარი;

#ესპანეთი – 2541 ლარი;

P.S.რუსეთი ყოველთვის იყო რაოდენობა და არასდროს ყოფილა ხარისხი. არასდროს!

PPS.თქვენ კი: არც კითხვა იცით, არც დათვლა.

და Google-ზეც არაფერი გაგიგიათ!

გავრილოვის და მისი პატრონების სტრესტესტები არ უნდა გვჭირდებოდეს, რომ განვითარდეთ და ვიყოთ მდიდარი ქვეყანა!

გაუმარჯოს საქართველოს!“, – წერს გიორგი ისაკაძე.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოში ფრენები დროებით აკრძალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები