LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის ეკლესიამ სრულად გაწყვიტა კავშირი კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან

102

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა სრულად გაწყვიტა ევქარისტიული კავშირი მსოფლიო საპატრიარქოს იერარქებთან, სასულიერო დასთან და ერისკაცებთან. მიზეზი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მინიჭების პროცესია.რუსული მედიის ცნობით, ეს გადაწყვეტილება სინოდის სხდომაზე მიიღეს.

11 ოქტომბერს მსოფლიო საპატრიარქოს სინოდმა კიევის პატრიარქ ფილარეტის მიმართ ანათემა გაუქმებულად, ხოლო 1686 წელს მოსკოვის მიერ კიევის მიტროპოლიის ანექსია უკანონოდ გამოაცხადა. კიევის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის გადაცემის ოფიციალური პროცესი დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები