LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის ეკონომიკის ზრდა დაეხმარება საქართველოს ექსპორტს და ფულად გადმორიცხვებს

43

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი “BB-” დონეზე დაუდასტურა, პროგნოზით “სტაბილური”.
გავლენიანი სარეიტინგო კომპანიის ინფორმაციით, რეიტინგის განსაზღვრისას გათვალისწინებული იქნა სუსტი საგარეო ფინანსური მაჩვენებლები, მათ შორის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, საგარეო ვალის მაღალი დონე და დაბალი გარე ლიკვიდურობა, ასევე ეკონომიკური მდგრადობა და ხელსაყრელი მმართველობის ინდიკატორები. Fitch მიიჩნევს,რომ ქვეყანაში ფინანსურ შოკებს საბანკო სექტორში არსებული სტაბილურობა აბალანსებს.

რაც შეეხება სამომავლო პროგნოზს: სარეიტინგო კომპანიის ინფორმაციით, საქართველოში 2016 წელს მშპ-ის ზრდა შენელდა 2,7%-მდე (2015 წელს ზრდა 2,9% იყო). თუმცა, 2017 წლის პერსპექტივები უკეთესობისკენაა. როგორც Fitch პროგნოზირებს, უკეთესი პერსპექტივები საქართველოს საბაზისო ეფექტების, სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში სიტუაციის გამოსწორებისა და ინფრასტრუტურულ პროექტებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დამსახურება იქნება. ამასთან, კომპანია ელოდება, რომ რუსეთის ეკონომიკა 1,4%-ით გაიზრდება 2017 წელს და 2,2%-ით 2018 წელს, რაც დაეხმარება საქართველოს ექსპორტს და ფულად გადმორიცხვებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g