LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის მიერ დაწუნებული ქართული ღვინო ევროპაში პოპულარულია – რას წერს “დოიჩე ველე”

252
wine

გერმანული გამოცემა ქართულ ღვინოზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ ევროპაში საქართველოში წარმოებულ ღვინოზე მოთხოვნა გაიზარდა. 

მედიის ცნობით, გერმანიასა და ავსტრიაში ღვინის მაღაზიებში თავისუფლად შეიძლება იმ ქართული ღვინის ყიდვა, რომელიც „როსპოტრებნადზორის“ ე.წ. შავ სიაში მოხვდა.

„ქართული ღვინის ხარისხთან პრობლემა არ გვაქვს და მთავრობასაც, რომელიც იმპორტს აკონტროლებს, პრობლემა არ აქვს“, – განაცხადა „დოიჩე ველესთან“ საუბარში ჰამბურგში მდებარე ინტერნეტ მაღაზია „გეოვინოს“ მფლობელმა, ანდრე ჰაინმა.

ქართული ღვინის იმპორტიორი კომპანიის ხელმძღვანელი ლიუბენ ლინგოროვა კი ამბობს, რომ  საბაჟოზე ქართულ ღვინოს ლაბორატორიულად ამოწმებენ და ღვინის ხარისხი სტაბილურად მაღალია.

„დოიჩე ველესთან“ საუბარში ევროპელი მეღვინეები აღნიშნავენ, რომ „როსპოტრებნადზორის“ მიერ ქართული ღვინის შესახებ გაკეთებული განცხადებები „პოლიტიკურად მოტივირებულია“. მათივე თქმით, ევროპაში ბოლო პერიოდში ქართულ ღვინოზე მოთხოვა გაიზარდა, რაც სპეციალისტების აზრით, საქართველოში ტურისტული ნაკადის ზრდასთანაა დაკავშირებული.

ღვინის მაღაზიების მფლობელთა თქმით, მათ უკვე მიიღეს შეკვეთები ავსტრიიდან, იტალიიდან და შვეიცარიიდან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g