LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონბასში „ევაკუირებული“ მოქალაქეების სახლებს მასობრივად ძარცვავენ

141
სახლების ძარცვა ოკუპირებულ დონბასში

რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონბასში „ევაკუირებული“ მოქალაქეების სახლებს მასობრივად ძარცვავენ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, უკვე გაძარცულია 100-მდე ბინა.

როგორც უკრაინული გამოცემა წერს, ORDLO-დან ევაკუირებული პირების მიერ ერთ-ერთ სოციალურ ქსელში, კერძოდ კი, „ტელეგრამ“ არხზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ დონეცკსა და მაკიივკაში „ევაკუირებული“ მოქალაქეების უკვე 100-ზე მეტი ბინა გაძარცვეს.

დონეცკში გაძარცულია 56 ბინა, მაკიივკაში კი – 42. ვარაუდობენ, რომ მძარცველები ბინებს არა შემთხვევით, არამედ მიზანმიმართულად, „ევაკუირებულთა“ სიების გამოყენებით ძარცვავენ.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმი დონბასელ სეპარატისტებს „სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას“ სთავაზობს

„აფხაზეთის რესპუბლიკა მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებს“, - განაცხადა კვირას დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ  პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ.

„ჩვენი წყაროები ამბობენ, რომ ერთ დღეში ნაკლებ დროში დონეცკში 56 ბინა და მაკიივკაში 42 ბინა გაძარცვეს. მათი, ვინც ქალაქი დატოვა“, – ნათქვამია ანგარიშებში.

ცნობისთვის, ოკუპირებულ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში თვითგამოცხადებულმა ლიდერებმა ვითარების გამწვავების საბაბით, ევაკუაცია 18 თებერვალს გამოაცხადეს.

როგორც უკრაინული მედია წერს, 19 თებერვალს, უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული ტერორისტული, საოკუპაციო ჯგუფების „L/DPR“ მარიონეტულმა ლიდერებმა იძულებითი მობილიზაცია გამოაცხადეს და ასევე დაიწყეს ადგილობრივი მოსახლეობის მასობრივი „ევაკუაცია“ რუსეთში, იმ მოტივით, რომ უკრაინა მალე „შეჭრას“ დაიწყებს.

ევაკუაციის გამოცხადებიდან მალევე, როსტოვის ოლქის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ლტოლვილებისთვის ბანაკებს მოამზადებდნენ, ხოლო რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ყველა მათგანს 10 ათას რუბლს დაჰპირდა.

უკრაინული მედია: რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლი 80-ჯერ გახსნეს, დაჭრილია ერთი უკრაინელი სამხედრო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g