LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში ვიზიტი საშიშია – რუსეთის საგარეო უწყება

32

რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში ვიზიტი საფრთხეს შეიცავს, რადგან  საქართველოს კანონით “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ”, შესაძლოა, ისინი დააჯარიმონ ან დააპატიმრონ, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

„მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი საქართველოს ხელისუფლებამ „არასასურველი პირების“ რიცხვში შეიყვანა, რადგან ის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებს სტუმრობდა.

როგორც ჩანს, ოფიციალური თბილისი აგრძელებს სისტემატურ პროვოკაციებს, რაც ძირს უთხრის რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების პროცესს. ასეთი საქციელის რაციონალური ახსნა რთულად მოსაძებნია, რადგან საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობას საქართველოს მოქალაქეებისთვის შესამჩნევი ეკონომიკური სარგებელი მოაქვს.

საქარეო საქმეთა სამინისტრო იძულებულია, კიდევ ერთხელ მოუწოდოს რუსეთის მოქალაქეებს, აწონონ საქართველოში გამგზავრებასთან დაკავშირებული რისკები.

ლუჟკოვის ვიზიტის დროს ადგილობრივმა ხელისუფლებამ გასაგები მიზეზების გამო არ მიიღო „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონით“ გათვალისწინებული სანქციები, „ვერდიქტი“ კი მას შემდეგ გამოაცხადეს, რაც მოსკოვის ყოფილმა მერმა „სტუმართმოყვარე საქართველო“ დატოვა.

თუმცა, ბოლო წლების განმავლობაში, სამწუხაროდ, სხვა შემთხვევებიც იყო – რუსეთის მოქალაქეებს ანალოგიურ სიტუაციაში არაერთხელ დააჯარიმეს და დააკავეს კიდეც.

შეგახსენებთ, რომ ზემოხსენებული კანონი ითვალისწინებს ჯარიმას 3 ათას დოლარამდე, ან პატიმრობას 4 წლამდე,“ – ნათქვამია განცხადებაში.

მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი თბილისის ნებართვის გარეშე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არაერთხელ იმყოფებოდა, 2006 წელს ის ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა, 2009 წელს კი ასევე საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე – სოხუმსა და ოკუპირებულ ცხინვალს ეწვია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g