თურქეთის შემდეგ სომხეთის, ვიეტნამის და ყაზახეთის ბანკებმა რუსული საგადასახადო სისტემის მომსახურებაზე უარი თქვეს.
გამოცემა “იზვესტიას” ინფორმაციით, Mir-ის ბარათების მიღება ყაზახეთის უმსხვილესმა სახალხო ბანკმა (ხალილ ბანკმა) და ვიეტნამის BIDV-მა შეწყვიტეს.
თურქული ბანკები რუსული საგადასახადო სისტემის მომსახურებას წყვეტენ
Mir-ის მომსახურების შეწყვეტის გადაწყვეტილება ბანკებმა საერთაშორისო სანქციების გამო მიიღეს.
რუსული ბარათების მომსახურება აღარ ხდება არც ბანკომატების და არც ტერმინალების საშუალებით. ცნობილი გახდა, რომ Mir-ის სისტემაზე უარი თქვა სომხურმა ბანკებმაც.
საგადასახადო სისტემასთან თანამშრომლობა უკვე შეჩერებული აქვს ორ უმსხვილეს თურქულ კომერციულ ბანკსაც.
მსოფლიოს ბანკებმა გადაწყვეტილება აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოთქმული გაფრთხილების ფონზე მიიღეს, რომლის თანახმადაც ვაშინგტონი მზად არის, სანქციები დაუწესოს იმ საფინანსო ინსტიტუტებს, რომლებიც რუსეთის ფარგლებს გარეთ რუსული გადახდის სისტემის გამოყენებას შეუწყობენ ხელს.