LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის რადიოსადგურებში ალა პუგაჩოვასა და ვალერი მელაძის სიმღერების გაშვება აიკრძალა

166
მელაძე

ცნობილი ხდება, რომ რუსეთის ყველაზე ცნობილი რადიოსადგურები ეთერში აღარ გაუშვებენ ალა პუგაჩოვასა და ვალერი მელაძის სიმღერებს. ასევე აკრძალვა შეეხება კონსტანტინე მელაძის მიერ დაწერილ სიმღერებსაც.

რადიოსადგურების ნაწილი ამას იმით ხსნის, რომ სიმღერები დაძველდა და ახალ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. ნაწილი კი, ღიად ამბობს, რომ მათთვის არტისტების პოზიცია უკრაინასთან ომში, მიუღებელია.

როგორც რუსული მედია წერს, რადიოსადგურებიდან კიდევ 10-მდე არტისტის სიმღერები გაქრა. მათ შორის არიან ჯგუფი „ვიაგრა“, ანი ლორაკი, პოლინა გაგარინა და სხვები.

„მელაძე ყველგან დაბლოკეს, მან ყველაფერი დაკარგა“ – ცნობილი რუსი ტელეწამყვანი ვალერი მელაძეზე

ალა პუგაჩოვა: “მივმართავ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, გთხოვთ, შემიყვანოთ უცხო ქვეყნის აგენტების სიაში”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g