LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის სამხედრო დანაშაულებზე 5 600 სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და უკვე იდენტიფიცირებულია 500 ეჭვმიტანილი: ირინა ვენედიქტოვა

149
ირინა ვენედიქტოვა

უკრაინის გენერალური პროკურორის ირინა ვენედქტოვას განცხადებით, რუსეთის სამხედრო დანაშაულებზე 5 600 სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და უკვე იდენტიფიცირებულია 500 ეჭვმიტანილი. როგორც გენპროკურორმა „სქაინიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, „დღეს დილის მონაცემებით, მხოლოდ კიევის ოლქში 1 222 დაღუპული ნახეს“.

ვენედიქტოვას განცხადებით, საქმეების წარმოება განსხვავებული იქნება, მათი მოცულობის მიხედვით.

„ერთ შემთხვევაში შეიძლება, საქმე ეხებოდეს მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ერთ ფაქტს ან სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებას. სხვა შემთხვევაში, შეიძლება, საუბარი იყოს ათობით ან ასობით ეპიზოდზე“, – აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა.

 

mazda magti 5g