LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რუსეთის სამხედრო თვითმფრინავმა შვედეთის საჰაერო სივრცე დაარღვია“ – შვედეთის შეიარაღებული ძალები

153
Untitled design

შვედეთის შეიარაღებული ძალების პრესსპიკერის განცხადებით, რუსულმა თვითმფრინავმა ბალტიის კუნძულ გოტლანდის აღმოსავლეთით შვედეთის საჰაერო სივრცე დაარღვია და მას ორი შვედური გამანადგურებელი დახვდა.

შვედეთის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ SU-24 ტიპის რუსულ სამხედრო თვითმფრინავს გაფრთხილება მისცეს, მაგრამ არ უპასუხა, რის შემდეგაც მასთან შესახვედრად Gripen-ის ტიპის ორი შვედური გამანადგურებელი გაგზავნეს.

„რუსეთის ქმედებები მიუღებელია და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ უპატივცემულობას აჩვენებს“, – განაცხადა შვედეთის საჰაერო ძალების უფროსმა, იონას ვიკმანმა.

ცნობისათვის, შვედეთი ნატო-ს 32-ე წევრი ქვეყანა 2024 წლის მარტში გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები