LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის საპატრიარქომ კორონავირუსის გამო საეკლესიო წესები შეცვალა

486
rusetis sapatriarqo

რუსეთის საპატრიარქომ კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად რამდენიმე საეკლესიო წესი, მათ შორის ზიარების წესი შეცვალა. ამის შესახებ ცნობილი რუსეთის საპატრიარქოს გვერდზე გაკეთებული განცხადებიდან გახდა.

„დანერგილია სხვადასხვა წესების დეზინფექციის სტანდარტული წესები. დიდი მნიშვნელობა ენიჭება სანიტარული და ჰიგიენური ნორმების მკაცრ დაცვას, მათ შორის, ლიტურგიული ჭურჭლის სისუფთავის შენარჩუნებას, დასუფთავებას და ხელების დეზინფექციას, სასულიერო პირთა ტემპერატურის გაზომვას და სხვა.

წირვის დროს, ყოველი ზიარების შემდეგ, კოვზი გაიწმინდება სპირტში გაჟღენთილი ტამპონით, ყოველ ჯერზე გამოყენებული იქნება ახალი ტამპონი, გამოყენებული კი ჩაიყრება წყალში, რომელსაც შემდეგ უტილიზაცია გაუკეთდება.

ზიარების შემდეგ „სასმისი“ თითოეულ მონაწილეს მიენიჭება მხოლოდ ერთჯერადი ჭურჭლით.

რეკომენდირებულია თავი შეიკავოთ თასის კოცნისგან.

ანტიდორის (პროსფორას ნაწილების) და წმინდა პურის გადაცემის დროს ერთჯერადი ჰიგიენის ხელთათმანები  იქნება გამოყენებული.

ნათლობისა და მირონცხების დროს, დადგენილია მკაცრად დაცული იყოს თითოეული ცალკეული შემთხვევისთვის წყლის შეცვლისა და დალოცვის პრაქტიკა.

მთლიანობაში ეკლესიის მსახურებმა დიდი ყურადღება უნდა დაუთმონ საეკლესიო ჭურჭლის სისუფთავეს, ყოველი გამოყენების შემდეგ გაწმინდონ ისინი.

სასულიერო პირებმა თავი უნდა შეიკავონ მრევლს ხელი გაუწოდონ ამბორისთვის.

ლიტურგიის შემდეგ, სასულიერო პირებმა უმჯობესია, ჯვარი მრევლს თავზე დაადონ და დროებით აიკრძალოს ჯვარზე მთხვევა“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც რუსეთის საპატრიარქო ავრცელებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g