LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ გამოიყენოთ ნაკურთხი წყალი სასმელად – საქართველოს კათოლიკური ეკლესია ზიარების წესს ცვლის

2787
katolikuri-eklesia-tbilisshi

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის ასარიდებლად, საქართველოს კათოლიკური ეკლესია ზიარების წესს ცვლის.  ამის შესახებ ინფორმაციას ამიერკავკასიაში ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი, მეუფე ჯუზეპე პაზოტო ავრცელებს.

პაზოტო იმ დეტალურ რეკომენდაციებს ავრცელებს, რომელსაც კათოლიკური ეკლესია თავის მრევლს აძლევს და აცხადებს, რომ საქართველო კორონავირუსის გავრცელების საფრთხის წინაშე დგას, ამიტომ საქართველოს ყველა მოქალაქე ვალდებულია ამის ასარდებლად დაიცვას წესები.

ხვალიდან თბილისში სამარშუტო ტაქსები აღარ ივლიან- გიორგი გახარია

გახარიას თქმით, პანიკის საფუძველი არ არსებობს.

  • ტაძარში შესვლისას პირჯვარი გამოისახეთ და მუხლი მოიყარეთ ნაკურთხ წყალში ხელის დასველების გარეშე. არ გამოიყენოთ ასევე ნაკურთხი წყალი სასმელად;
  • მშვიდობის ნიშნის გაცვლა მოხდეს გვერდით მდგომისთვის თავის დაკვრით;
  • წმიდა წირვის დროს ზიარება დარიგდეს ხელისგულზე მხოლოდ პურის სახით მიცემით. ევქარისტიის მიღების ამ წესმა (უძველეს ეკლესიაში ამგვარად ეზიარებოდნენ) სრულებითაც არ უნდა შეამციროს მორწმუნეთა მოწიწება და სიყვარული ამ საიდუმლოსადმი, მეტიც, უნდა გვაგრძნობინოს კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა ამ ძღვენზე, რომელიც გვეძლევა. მოძღვრებმა აუხსნან მორწმუნეებს თუ როგორ ხდება ამ ფორმით ზიარება (იხ. დანართი).
  • თანამწირველების შემთხვევაში ყველა მღვდელი ეზიაროს უფლის ხორცის ბარძიმში ჩაწობით, მხოლოდ ბოლო მაზიარებელმა მღვდელმა მიიღოს ბარძიმის შიგთავსი სრულად.
  • თუკი რომელიმე პიროვნება ავადაა, ან გაციებულია და სიცხე აქვს, რა თქმა უნდა, იგი გათავისუფლებულია ლიტურგიაში მონაწილეობის ვალდებულებისაგან. ძალზე ხანდაზმულ ადამიანებსაც შეუძლიათ სახლში დარჩნენ და პირადად ილოცონ. მომავალი კვირადღიდან შესაძლებელი იქნება ინტერნეტში პირდაპირი ჩართვით წმ. წირვის ნახვა.
  • ავადმყოფებს შეეძლებათ ითხოვონ, რათა მღვდლებმა მათ სახლში მიუტანონ ზიარება. ამ დროს, მღვდლებმა დაიცვან ჰიგიენის ყველა საჭირო ზომა.
  • ეკლესიაში წასვლამდე და ეკლესიიდან დაბრუნების შემდეგ, მღვდლებმა და მორწმუნეებმა გულმოდგინედ დაიბანონ ხელები.
  • ეკლესიების დღეობები აღინიშნოს სხვა საკრებულოებიდან მორწმუნეთა მონაწილეობის გარეშე (მაგ.: მოახლოებულია წმ. იოსების დღეობა არალში) მდგომარეობის განვითარებისდა მიხედვით შეგატყობინებთ შესაძლო სამომავლო მითითებებს შემდგომი დღეებისათვის.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 34 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 ადამიანი. დღეს საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის თავიდან ასაცილებლად სანქციები გაამკაცრა.

სპორტდარბაზებისა და სპა ცენტრების ფუნქციონირება სრულად იზღუდება
რა არის კარანტინი, საიდან მოდის და როგორ ებრძოდნენ ეპიდემიებს
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები