LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთმა „აზოვის“ ბატალიონი ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა და აკრძალა

63
აზოვი

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ „აზოვის“ ბატალიონი ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა და აკრძალა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს და წერს, რომ „აზოვის“ აკრძალვის სარჩელით სასამართლოს რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ მიმართ.

„აღიარებულ იქნეს „აზოვის“ ბატალიონი ტერორისტულ ორგანიზაციად და აკრძალოს მისი საქმიანობა რუსეთში“, – ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

პროცესის დიდი ნაწილი დახურულ კარს მიღმა ჩატარდა მასალების გამო, რომელიც კლასიფიცირებულია, როგორც „საიდუმლო.“ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულებას ექვემდებარება.

გადაწყვეტილების თანახმად, დღეიდან ბატალიონის წევრებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა „ტერორისტული“ მუხლით ემუქრებათ.

რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსი ტერორისტული ორგანიზაციების წევრებისთვის 10-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო ორგანიზატორებისთვის 15-დან 20 წლამდე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები