ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯოზეფ ბორელის ინფორმაციით, რუსეთმა 50 სატვირთო ხომალდი დაბლოკა.
მისივე ცნობით, ისინი მზად იყვნენ უკრაინული მარცვლეულის საექსპორტოდ გადასაზიდად.
„რუსეთი კვლავ ბლოკავს 50 ხომალდს სასწრაფოდ საჭირო მარცვლეულით შავ ზღვაში. ევროკავშირი მხარს უჭერს გაეროს და გააგრძელებს [უკრაინის] ექსპორტის მხარდაჭერას “სოლიდარობის დერეფნების” გასწვრივ, რომლითაც მსოფლიომ მიიღო 25 მილიარდი ტონა მარცვლეული”, – წერს ბორელი.
