LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთმა უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში სამხედრო ტექნიკის დიდი კოლონა გაგზავნა

109
კოლონა

დონბასზე ოკუპანტების ფართომასშტაბიანი შეტევის შესახებ ინფორმაციის ფონზე, რუსეთმა უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონების მიმართულებით სამხედრო ტექნიკის დიდი კოლონა გაგზავნა, ის როსტოვის რეგიონში შენიშნეს. ამის შესახებ CNN იტყობინება.

გამოცემამ ვიდეოს გეოგრაფიული მდებარეობის დადგენა მოახდინა, რაც სოციალურ ქსელებში ერთი დღით ადრე გამოჩნდა, მასზე ნაჩვენები იყო რუსული სამხედრო ტექნიკის დიდი კოლონა. ის როსტოვის ოლქის მატევეევ კურგანის მახლობლად იმყოფებოდა.

„ჩანს, რომ მანქანები ჩრდილო-დასავლეთისკენ, დონბასისკენ იყურება“, – იუწყება CNN.

შეგახსენებთ, რომ მანამდე პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ მძიმე ბრძოლები დონბასში მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გაიმართება. სწორედ ისინი განსაზღვრავენ ომის შემდეგი ეტაპის ბედს.

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები