LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთმა უკრაინის დიპლომატიური უწყებებიდან თანამშრომელთა ევაკუაცია დაიწყო: უკრაინული მედია

78
1

რუსეთ-უკრაინას შორის უკიდურესად დაძაბული ვითარების ფონზე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინის  დიპლომატიური წარმომადგენლობებიდან პერსონალის ევაკუაციას იწყებს.

როგორც უკრაინული მედია წერს, კრემლი დიპლომატებს რუსეთში “მათი სიცოცხლისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით” აბრუნებს.

Unian-ის ცნობით, ინფორმაცია ამის შესახებ სააგენტო TASS კიევში რუსეთის საელჩოშიც დაუდასტურეს.

“პერსონალის ევაკუაცია უკვე დაწყებულია”, – ამბობს წყარო.

“ერთი დღით ადრე, 22 თებერვალს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა კიევში რუსეთის საელჩოს და ოდესის, ლვოვისა და ხარკოვის გენერალური საკონსულოების თანამშრომლების ევაკუაციის შესახებ, თითქოს მათი სიცოცხლისა და უსაფრთხოების დასაცავად.

თებერვალში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეამცირა რუსეთის საკონსულოებისა და საელჩოების პერსონალი უკრაინაში, თითქოს მომზადებული სამხედრო მოქმედებების შიშით”, – წერს უკრაინული მედია.

“ჩუმი ევაკუაცია” – New York Times-ის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინიდან დიპლომატების ოჯახების გაყვანა დაიწყო

დღეს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლითაც საკუთარ მოქალაქეებს რუსეთში გამგზავრებისგან თავის შეკავებისკენ, მათ კი, ვინც უკვე იქ იმყოფება, ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდა.

უკრაინის საგარეო უწყებაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ამ რეკომენდაციების უგულებელყოფა მნიშვნელოვნად გაართულებს რუსეთის ფედერაციაში უკრაინის მოქალაქეების ადეკვატური დაცვის უზრუნველყოფას.

ამის შემდეგ, უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა.

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური სასაზღვრო რეგიონებში დამატებით რეჟიმს აწესებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g