LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთმა უკრაინის ტერიტორიებისგან შესაძლოა, ახალი ფედერალური ოლქი შექმნას

47
24EC0C37-9000-4E72-BA55-5A3FF0B20C22

რუსეთის ხელისუფლებამ შესაძლოა, ახალ –„ყირიმის ფედერალური ოლქი“ შექმნას და მის შემადგენლობაში ანექსირებული ყირიმი და უკრაინის კიდევ 4 რეგიონი: დონეცკი, ლუგანსკი, ხერსონი და ზაპოროჟიე შეიყვანოს, სადაც რუსეთის შემადგენლობაში შესასვლელად ე.წ. რეფერენდუმებს ატარებს.

ახალი ფედერალური ოლქის შესაძლო შექმნის შესახებ რუსული გამოცემა „ვედომოსტი“ რუსეთის ფედერაციის საბჭოსა და ყირიმის ე.წ. მთავრობასთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის თანახმად, ახალი ოლქის ხელმძღვანელად დუმის ყოფილი დეპუტატი, ყოფილი ვიცე-პრემიერი და ნატოში რუსეთის ყოფილი წარმომადგენელი დმიტრი როგოზინი განიხილება.

2022 წლის ივლისამდე როგოზინი რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „როსკოსმოსს“ ხელმძღვანელობდა.

 

 

ცნობისთვის, რუსეთი საომარი მოქმედებების პარალელურად,  უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, ლუგანსკის და დონეცკის რეგიონების ოკუპირებულ ტერიტორიებზე 23 სექტემბრიდან რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხზე ე.წ. რეფერენდუმებს ატარებს.

„რეფერენდუმები“ დღეს, 27 სექტემბერს უნდა დასრულდეს. რუსეთს 2014 წლიდან ანექსირებული აქვს უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულიც.

რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიე დაბომბეს