LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რუსეთს მარიუპოლიდან ჯარის ნაწილი გაჰყავს” – რა განცხადებას ავრცელებს პენტაგონი და რას ამბობს უკრაინის გენშტაბი

306
Untitled design (2)

უკრაინის ქალაქ მარიუპოლიდან, რომელიც მეორე თვეა ალყაშია, რუსეთმა ჯარის ნაწილი გაიყვანა.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია პენტაგონზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში აცხადებენ, ზოგიერთი რუსული შენაერთი ჩრდილო-დასავლეთით მოძრაობს.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ რუსი სამხედროები მარიუპოლს სრულად ვერ აკონტროლებენ და სწორედ ამიტომ, ოკუპანტები აგრძელებენ როგორც სარაკეტო, ასევე საჰაერო იერიშებს.

ოფიციალური წყაროს განცხადებით, თუ ქალაქს მთლიანად აიღებენ, მისი დაბომბვა საჭირო აღარ იქნება.

მანამდე აზოვის პოლკმა განაცხადა, რომ გასულ ღამეს რუსმა სამხედროებმა განახორციელეს 50-მდე საჰაერო დარტყმა მარიუპოლზე და ჩამოყარეს დიდი რაოდენობით ფოსფორის ბომბები.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ცნობით კი, რუსი სამხედროების ძალისხმევა ქალაქ ხარკოვთან პოზიციების შენარჩუნებისკენ არის მიმართული.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ რუსი სამხედროები უკრაინელების პოზიციებს სხვადასხვა მიმართულებიდან უხსნიან ცეცხლს.

უკრაინული მხარის განცხადებითვე, რუსი სამხედროები ძარცვავენ გლეხებს. მათი ინფორმაციით, ქალაქ კამენკადან გატაცებულია 60 ტონა ხორბალი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g