LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთში, ადგილობრივი ტუროპერატორები Visa-ს და Mastercard-ის საბანკო ბარათების ასაღებად ადგილობრივებს უცხოეთში ტურებს სთავაზობენ

93
aa215ca8-aa7d-11ec-acc7-96000091f725_660

რუსეთში ტუროპერატორებმა ახალი ტურისტული პაკეტი შეიმუშავებს „ტურები საბანკო ბარათებისთვის“. ინფორმაციას რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაცია ავრცელებს, რომელიც ოფიციალურ განცხადებაში წერს, რომ ადგილობრივები Visa და Mastercard საბანკო ბარათების აღებას, აღნიშნული ტურის ფარგლებში, უცხოეთში შეძლებენ.

უკვე დაწყებულია ტურები უზბეკეთში. ამასთან, რუსული ტუროპერატორები მზად არიან, საბანკო ბარათების ასაღებად გაგზავნონ ადგილობრივები სომხეთში, ყაზახეთში და თურქეთშიც კი.

როგორც რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციაში აცხადებენ, „საბანკო ბარათების ტურებზე“ მოთხოვნა მაღალია. ტურის ფარგლებში, ამჯერად უზბეკეთში, მოგზაური შეძლებს Visa და Mastercard საბანკო ბარათების აღებას სამ ადგილობრივ ბანკში. ტურის ღირებულება ორი ღამის განმავლობაში, მათ შორის 4* სასტუმროში განთავსება, ტრანსფერი და დაზღვევა, ფრენის გარეშე, ჯდება 23 ათასი რუბლიდან ერთ ადამიანზე.

„მალე ტუროპერატორები გააფართოებენ “ბარათის” ტურების გეოგრაფიას. იმ ქვეყნებს შორის, სადაც ბარათების მისაღებად შეგეძლებათ წასვლა, უზბეკეთის გარდა, არის სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და თურქეთი“, – აცხადებენ რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციაში.

ასოციაცია ხაზს უსვამს, რომ საზღვარგარეთ გაცემული ბარათები რუსეთში არ იმუშავებს, მათი გამოყენება მხოლოდ საზღვარგარეთ არის შესაძლებელი. უზბეკეთის ერთ-ერთ ბანკში გაცემული ბარათიდან ნაღდი ფულის გამოტანის საკომისიო იქნება 1-2%.

შეგახსენებთ, 6 მარტიდან, მსოფლიოს მასშტაბით მოქმედი კომერციული ბანკების ბანკომატებში და პოსტერმინალებში შეუძლებელი გახდა რუსეთში გაცემული VISA და Mastercard ბარათების გამოყენება – აღნიშნული ბარათების მფლობელები ვერ შეძლებენ თანხის განაღდებას და/ან ბარათით სავაჭრო თუ მომსახურების ობიექტებში გადახდას. ამასთან, რუსეთის ტერიტორიაზე, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეებს, ეზღუდებათ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე გაცემული VISA და Mastercard ბარათების გამოყენებაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g