LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთში ანტიდეპრესანტებსა და პრეზერვატივებზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა

318
russianprezervativ

რუსული მედია წერს, რომ ქვეყანაში მკვეთრად გაზრდილია მოთხოვნა პრეზერვატივებზე. ახალი კვლევა DSM Group-ს ეკუთვნის და ის კონკრეტულ რიცხვებს ეყრდნობა.

კვლევაში ნათქვამია, რომ 28 თებერვლიდან 6 მარტამდე, პრეზერვატივებზე მოთხოვნამ 17%-ით იმატა, რაც ორჯერ დიდი რიცხვია, გასულ წლებთან შედარებით. საერთო ჯამში, მხოლოდ ერთ კვირაში, რუსეთში 540 ათასი პრეზერვატივი გაიყიდა. ასევე გაზრდილია მოთხოვნა ანტიდეპრესანტებზეც. ამავე პერიოდში, ანუ საუბარია 22 თებერვლისა და 6 მარტის პერიოდზე, აფთიაქებმა 577 კოლოფი ანტიდეპრესანტი გაყიდეს. ეს არის სამჯერ დიდი რიცხვი გასულ წელთან შედარებით, ჯამში გაყიდული მედიკამენტების ფასმა 525 მილიონი რუბლი შეადგინა. კვლევაში ნათქვამია, რომ ანტიდეპრესანტებს რუსეთის მოქალაქეები ბევრად ხშირად ითხოვენ, ვიდრე ყველა ტიპის სხვა წამალს ერთად, რამაც ამ ტიპის მედიკამენტებზე სააფთიაქო ქსელში დეფიციტი შექმნა.

ამის პარალელურად,  გამოცემა Рlus-one.ru აქვეყნებს ახალ კვლევას, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წლის თებერვალში რუსეთის მოქალაქეებში ფსიქიკურმა პრობლემებმა იმატა, რამაც 43%-ით გაზარდა მოთხოვნა ანტიდეპრესანტებზე.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები