დსთ-ს ერთ-ერთი წევრი ქვეყნის ორმა მოქალაქემ ბელგოროდის რეგიონში, საწვრთნელ მოედანზე ხანძარსაწინააღმდეგო სწავლების დროს “ტერორისტული თავდასხმა” ჩაიდინა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, საპასუხო სროლის შედეგად, ორივე “ტერორისტი” ლიკვიდირებულია.
“15 ოქტომბერს დსთ-ს ერთ-ერთი ქვეყნის ორმა მოქალაქემ ჩაიდინა ტერორისტული აქტი ბელგოროდის რეგიონში დასავლეთ სამხედრო ოლქის სასწავლო მოედანზე. სროლის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 15 კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მათ ყველა საჭირო დახმარება გაუწიეს”, – განაცხადეს სამინისტროში.