LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთში კრიმინალი ფეხბურთზე ადრე დაიწყო: ტურისტები ცემეს, დააყაჩაღეს, მოატყუეს

56

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, სანკტ-პეტერბურგსა და მოსკოვში ფრანგი და ბრაზილიელი ტურისტები დაზარალდნენ.

სანკტ-პეტერბურგში ფრანგი გულშემატკივარი ტაქსის მძღოლის მსხვერპლი გახდა, რომელსაც არ მოეწონა მგზავრის მიერ გადახდილი თანხის ოდენობა და საჭირო თანხა ძალის გამოყენებით მიიღო. ნაცემი 38 წლის ფრანგი საავადმყოფოში მიიყვანეს თავის ქალის მოტეხილობით, დაზიანებული ცხვირითა და სახით.
მილიცია შავი „ჟიგულის“ მძღოლს ეძებს.

იმავე დღეს დაზარალდა კიდევ ერთი ტურისტი საფრანგეთიდან. დილის 05:00 საათზე მას ტელეფონი და ფული წაართვა (5,5 ათასი რუბლი) ტყავის ქურთუკში გამოწყობილმა უცნობმა მამაკაცმა.

საინტერესოა, რომ ორივე შემთხვევა ერთი და იმავე ქუჩაზე მოხდა.

მოსკოვში გაქურდეს გულშემატკივარი ბრაზილიიდან. პოლიციის ფორმაში გამოწყობილმა მამაკაცმა მას დოკუმენტებისა და ჯიბეებიდან სხვა ნივთების ჩვენება მოსთხოვა. გულშემატკივარმა პასპორტი და 2000 დოლარი გადასცა. როცა „შემოწმება“ დასრულდა, აღმოჩნდა, რომ ბრაზილიელს 1400 დოლარი აკლდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები