LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთში მცხოვრებმა ქართველებმა საკუთარი დანაზოგები საქართველოში გადმოიტანეს – პაპაშვილი

172
ipiccy_image

ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილის ინფორმაციით, რუსეთში მცხოვრებმა ქართველებმა საკუთარი დანაზოგები საქართველოში გადმოიტანეს. სწორედ ამის გამო, პაპაშვილი რუსეთიდან ფულადი გზავნილების შემცირებას პროგნოზირებს.

როგორც ცნობილი ბიზნესმენი ამბობს, რუსეთში სტაბილურად მილიონზე მეტი ქართველი ცხოვრობს. „იქ ცხოვრების საშუალო დონე ჩვენზე მაღალია, ყველას იმაზე უკეთესი მდგომარეობა აქვს, ვიდრე ჩვენ, მათ დაიწყეს დანაზოგების გამოტანა და რადგან შემოტანით ბევრი თანხა ვერ შემოაქვთ, ამიტომ 3-5 ათასების გადმორიცხვა დაიწყეს. ეს რემითენსს ანუ ფულად შემოდინებებს ჰგავს, თუმცა ეს მათი დანაზოგების გადმოტანაა საქართველოში. ეს მოხდა. ახლა ეს გზავნილებიც შემცირდება, რადგან რუსეთმა ეს გზები გახსნა და დიდი თანხის შემოტანა შესაძლებელია. ჩვენ რომ გვგონია, რომ ფულადი გზავნილები გაიზარდა – არა. იქ რომ მდიდარი ქართველები ცხოვრობენ, სხვა გზა არ ჰქონდათ და 5-5, 3-3 ათას გზავნიდნენ“, – ამბობს ლაშა პაპაშვილი.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2022 წლის მხოლოდ მაისის თვეში, საქართველოში რუსეთიდან 313.9 მილიონი დოლარის ფულადი გზავნილები შემოვიდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

ახლა რაც გვაქვს, რეალური ეკონომიკური ზრდა არ არის, ამ ქვეყნიდან გასული ქალები შრომობენ – ლაშა პაპაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები