LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთში მცხოვრებმა ქართველმა ბიზნესმენმა დახმარება შემოგვთავაზა, თუმცა უარი ვუთხარით – რიონის ხეობის გადარჩენისთვის მებრძოლი

121
mirza 33

საზოგადოებრივი მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერი მირზა ნოზაძე ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „მოსკოვიდან ჩამოსული ქართველი ბიზნესმენი აქციის დაფინანსებას გეგმავს“.

მირზა ნოზაძის თქმით, რუსეთში მცხოვრებმა ბიზნესმენმა ილია ძოწენიძემ დახმარება შესთავაზათ, თუმცა უარი უთხრეს.

„ჩვენ კარავში გაგვეცნო ილია ძოწენიძე, რომელმაც გვითხრა, რომ ის არის სოფელ რიონის ხეობის მცხოვრები და რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენი, შემოგვთავაზა დახმარება.

ჩვენ მას განვუცხადეთ, რომ ვერავითარ შემთხვევაში ის ვერ შეძლებდა ამ პროცესში ჩართვას. პროტესტში რიგით წევრად დგომა არ ეკრძალება არც ერთ ადამიანს, მიუხედავად მათი რელიგიური, თუ ეთნიკური კუთვნილებისა, თუმცა ისინი ვერ გაბედავენ პროცესში ჩართვას და მედიას არ გამოუვა პროცესის რადიკალიზება, სპეკულაცია, რადგან ყველამ კარგად იცის, რომ ამ გულწრფელ პროტესტს არ ჰყავს სხვა სპონსორი, გარდა ქართველი ხალხისა“, – განაცხადა მირზა ნოზაძემ.

ცნობისთვის, ანალიტიკოსმა ვლადიმერ ბოჟაძემ ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეების აქციის დასაფინანსებლად რუსეთიდან ბიზნესმენი მოავლინეს.

ვინ არის რუსეთიდან მოვლენილი ბიზნესმენი, რომელიც ბოჟაძის თქმით, „ნამახვანის“ საწინააღმდეგო აქციას აფინანსებს – რა ინფორმაციას ავრცელებს ანალიტიკოსი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g